ყავა კოსმეტიკაში


პილინგი - ყავის ნალექისგან, რომელიც არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. წრიული მოძრაობებით მსუბუქად უნდა წავისვათ მთელს სახეზე. საოცრად არბილებს სახის კანს. კიდე ვიცი მჭადის ფქვილსაც ხმარობენ, კარგია შავი წერტილების ამოსაყვანად (ცხვირზე ნიკაპზე) სკრაბივით იხმარება.
ძალიან მშრალი აქერცვლადი კანისთვის (მე მაქვს ასეთი კანი)ძალიან კარგია თუ დუშგელში ავურევთ ყავის ნალექს და 1 ჩ. კ. მარილს.
ყავის ნალექს რუჯისთვისაც იყენებენ. არის ნიღაბი, რომელიც არბილებს და აახალგაზრდავებს კანს და ასევე მატებს მას მსუბუქ ნამზეურს: 
1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ყავა, 3 წვეთი კასტორის (მე ზეითუნს ვხმარობ) ზეთი, 1/2 ჭ. რძე - ეს ინგრედიენტები ერთმანეთში საგულდაგულოდ უნდა ავურიოთ, მიღებული მასა წავისვათ სუფთა სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
ყავის ნალექში თუ ცოტა შაქარს და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთს ავურევთ, მივიღებთ გადასარევ ტანის სკრაბს, რომელიც ამკვრივებს კანს და ებრძვის ცელულიტს.






რუჯი
ცნობილია, რომ ყავის საფუძველზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები ამშვიდებენ, კვებავენ და ტონუსს მატებენ კანს, ხელს უშლიან კანის ნაადრევ დაბერებას, ასწორებენ ნაოჭებს... ზოგიერთი მათგანი შეიძლება თავად მოამზადოთ. მაგალითად, ფერმკრთალი ხართ?

მოადუღეთ ხსნადი ყავა "ესპრესო", ჩაასხით ყინულის პატარა ფორმებში, გაყინეთ და დილა-საღამოს სახე გაიწმინდეთ ყინულის კუბებით - მსუბუქი ნარუჯის ფერი დაგედებათ. თუ სახე შეშუპებული გაქვთ, დალიეთ უშაქრო "ესპრესო", მას აქვს შარდმდენი თვისება და ძალიან მალე სახე დაგიცხრებათ.


თმა
თმას შეიძლება თავად მისცეთ ყავისფერი, თუ მოამზადებთ ასეთ ბალზამს: 1 ჩ/კ დაფქული ყავის, 1 ჩ/კ მცენარეული ზეთის, 2 კვერცხის გულის, 2 ს/კ თბილი წყლისა და 1 ს/კ რომის ნარევი 5 წუთით გაიჩერეთ თმაზე და დაიბანეთ შამპუნით.

No comments:

Post a Comment