იცოდით? რომ..
- ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ. ევროპაში ყველაზე მეეტ ყავას ფინელები და ნორვეგიელები მიირთმევენ.
- დღესდღეობით 70 სახეობის ყავა არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულია: “რობუსტი” და “არაბიკა”.
- თავდაპირველად ყავას მარცვლებისგან ხარშავდნენ. შემდეგ მისი დაფქვა ისწავლეს. 1554 წელს პირველი ყავახანები სტამბოლში გაიხსნა. სირიელები ახალადაფქულ და მოხარშულ ყავას არომატისთვის მიხაკსა და ილს უმატებდნენ.
- ყველაზე ძვირადღირებული ფინჯანი ყავას იაპონიაში მოგართმევენ. იამაიკური რომით შეზავებული Jamaica Blue Mountain 30 ევრო ღირს. 1940 წლიდან იაპონიაში ყავას ყინულით მიირთმევენ. ამომავალი მზის ქვეყანაში ყავახანს Kissaten ჰქვია. იაპონიაში 1-ელი ოქტომბერი ყავის დღედაა გამოცხადებული.
- ფრანგები დილაობით დიდი ჭიქით სვამენ რძიან ყავას, იტალიელები – მაგარ რისტრეტოს. ამერიკელები Starbucks-ის ყავახანებში 2 ჭიქა ამერიკანოს მიირთმევენ, 3 ჭიქის ოდენობა კი თან მიაქვთ. არაბები დილის 4 საათზე ქვუშუს გაცხელებას იწყებენ, სპილენძის ჯეზევში არომატული ყავის მოსახარშად.
- ძველად მიიჩნევდნენ, რომ ყავა ძალასმატებდა, ფილოსოფოსები კი – სიბრძნეს. ყავა არაბულად “სიძლიერეს”, “აქტიურობას” ნიშნავს.
- ევროპის კაფეებში დილით კაფენეროს (საშუალო სიძლიერის ყავას) მოგართმევენ, საღამოს – კაფე-ფერტინგს არყით. ასევე პოპულარული სასმელებია: ფიაკერი (ესპერნო ან მოკო რომით ან კონიაკით), მარია-ტერეზინა (მოკო ფორთოხლის ლიქიორით) აირიში (ყავა შაქრითა და ვისკით), ჰოთ-შოტი (ლიქიორითა და ნაღებით) და ა.შ.
- თუ დილაობით ფრანგები რძიან ყავას სვამენ, საღამოს ლიეჟუას (ყავა ვანილის ნაყინითა და ნაღებით) მიირთმევენ; დღის განმავლობაში – ლატეს, მაკიატეს და კაპუჩინოს.
- ავსტრალიელი ოფიციანტი აინშპენერით (მოკო ათქვეფილი ნაღებით) ან მელაჟნით (ყავა რძით) გაგიმასპინძლდებათ. შვეიცარიაში ტრადიციულად შიუმლის (ფილტრის ყავა) მოგართმევენ.
- ყველაზე მოცლილი კლიენტები სამხრეთ აფრიკულ ყავახანებში დადიან. ოფიციანტი, თქვენ თვალწინ, რეცხავს ყავის მარცვლებს, შემდეგ მოხალავს, გააგრილებს, ხელის საფქვევში ჩამოაფქვევს, მოხარშავს და მოგართმევთ.
- ამბობენ რომ ეკატერინე II იმდენად მაგარ ყავას სვამდა, რომ ჭიქაში მორჩენილ ნალექს კიდევ უამრავჯერ ხარშავდნენ. მეორედ მას კამერდინერები სვამდნენ, შემდეგ მზარეულები, მოსამსახურეები და ბოლოს – ლაქიები.
- ევროპაში შაქროამო ყავა პირველად საფრანგეთის მეფემ, ლუი XIV-მ 1715 წელს დააგემოვნა. მანამდე სასმელში, სურვილის მიხედვით, ლიმონის ნაჭერს აგებდნენ. საფრანგეთში ყავა არაბებმა შეიტანეს. ევროპაში მას “არაბულ ღვინოს” ეძახდნენ. ყავაში რძის ჩამატება ევროპელებმა 1680 წელს დაიწყეს.
- ყავის ფილტრი 1908 წელს გერმანელმა მელიტა ბენცმა დაამზადა. პირველი ესპრესოს ავტომატი იტალიაში 1906 წელს დაამზადეს.
No comments:
Post a Comment